ქალაქ მარნეულში ახალი ნარჩენების ურნები განთავსდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ მარნეულში ახალი ნარჩენების ურნები განათავსა.
165 ახალი ურნა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩაზე, მუნიციპალური ა(ი)იპ „სუფთა მარნეულის“ თანამშრომლება ეტაპობრივად დაამონტაჟეს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, აქტიურად მუშაობს ქალაქში ნარჩენების მართვის სერვისის გაუმჯობესებაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიზნით.