რუსთავში საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა

2019-09-24 23:20:27

რუსთავში, მე-16-ე მიკრორაიონში, მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამზარეულოში გამწოვს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზბული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

შემთხვევის დროს ბინაში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ინფო რუსთავის ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.