ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი ნახეს

2019-09-24 19:38:45

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახალგაზრდა გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.