უბედური შემთხვევა

2019-09-23 23:17:18

უბედური შემთხვევა თბილისში.

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მესამე მასივში მოხდა. გარდაცვლილი მოზარდის მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან იყო სტუმრად, როდესაც ტრაგედია მოხდა. მათივე თქმით, ბიჭი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხაადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.