საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2019-09-23 21:14:18

საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ლაგოდეხის სოფელ ხიზაბავრაში 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

მიწისძვრა 20:38 საათზე დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.