რუსთავის მუნიციპალიტეტს ჯილდო გადაეცა

2019-09-23 18:57:15

რუსთავის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“ გამარჯვებული გახდა და საჩუქრად შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა. ნომინაციაში გამარჯვებლი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვლინდა.

,,კონფერენციის  დაასრულს გაიმართა იმ მუნიციპალიტეტების დაჯილდოება, ვინც გასულ წელს საუკეთესო პრაქტიკა და ფინანსური საქმიანობა განახორციელა. რუსთავის მუნიციპალიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შესაბამისობაში იყო იმ სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან, რომელიც დადგენილია რა თქმა უნდა  საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ნორმატიული აქტებით“, - განაცხადა რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები, გასული წლის გაწეული ფინანსური საქმიანობის მიხედვით დაჯილდოვდნენ.