ქმარმა ცოლი მოკლა

2019-09-23 14:56:26

თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფრომაციით, ქმარმა ცოლი მოკლა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცმა 48 წლის ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მოკლული ქალის ცხედარი შვილმა ნახა.

სავარაუდოდ, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც შსს-ში აცახდებენ, მას თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული და ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.