მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა

2019-09-23 13:34:50

თბილისში, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 22 სექტემბერს გადმოვარდნილი 14 წლის გოგო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფო რუსთავს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს.

სამედიცინო დაწესებულებაში განმარტეეს, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.