მოზარდი მაღალი სართულიდან გადმოვარდა

2019-09-22 22:40:37

თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა.

მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი. მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა მძიმეა, გოგონას ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

"დაახლოებით 18:00 საათზე შემოყვანილი არის 14 წლის გოგონა, მძიმე მდგომარეობაში. მას ახლა უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. მიზეზი ამ ოპერაციის არის მასიური სისხლდენა. მუხლის ღრუში არის შინაგანი სისხლდენა. მდგომაროება ძალიან მძიმეა. შესაძლოა, მოცულობა ტრავმის უფრო გაიზარდოს კვლევების შემდეგ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასწრაფო ოპერაცია სისხლდენის გამო. ამის შემდეგ ჩატარდება სხვა კვლევები. მოზარდს უკვე ჩაუტარდა მუცლის ღრუს ექოსკოპია და რენტგენოლოგიური კვლევები", – განაცხადა "ნიუ ჰოსპიტალი"-ს ემერჯენსის ექიმმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.