"დღე ავტომობილის გარეშე"

2019-09-22 20:49:41

"დღე ავტომობილის გარეშე" აქციის ფარგლებში, რუსთავის ველომოყვარულთა ორგანიზებით, ტრადიციული ველომსვლელობა "Rustavi critical mass" 29 სექტემბრის ნაცვლად, დღეს გაიმართა.

აღნიშნული აქტივობა, ყოველი თვის ბოლოს, იმ მიზნით იმართება, რომ მძღოლების მხრიდან იყოს პატივისცემა და უფრო მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით.

"დღეს ყოველთვიური ველომსვლელობა გვაქვს კრიტიკალ მასი. გვყავს მონაწილეები როგორც თბილისიდან, ასევე რუსთავიდან. მიუხედავად ცუდი ამინდისა 50 მონაწილე მაინც არის, უფრო მეტს ველოდებოდით, მაგრამ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო. ჩვენი ველო მსვლელობები ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ასევე იმას, რომ უფრო მეტი პატივისცემა დავიმსახუროთ მძღოლებისგან და გვინდა, რომ სადაც ველო ბილიკები არ არის გაკეთდეს", - განაცხადა ორგანიზატორმა გიგა ძულიაშვილმა.

ველომსვლელობაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ველომოყვარულების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი უზრუნველყოფდა.