ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მოედანი [video]

2019-09-22 13:34:17

ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი რუსთაველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის სახელი მიენიჭა. [ვიდეო/video]

აღნიშნული ინიციატივა, საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველი ჯარისკაცის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. ის ბაგრამის საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანებს 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. სამხედრო მოსამსახურე პატრულირების შემდგომ, საპატრულო ბაზაზე ბრუნდებოდა, რა დროსაც ჩასაფრებულმა მოწინააღმდეგეებმა ცეხცლი გაუხსნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 43-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა მიქაელ კირკიტაძემ ვასილ ყულჯანიშვილისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიაში აღავლინა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ხვიჩა კალანდაძე და 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე ესწრებოდნენ.