მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა

2019-09-23 10:40:05

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

"უახლოეს 1 თვეში დავასრულებთ საპარლამენტო ზედამხედველობის  ფარგლებში ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტების თაობაზე თემატურ მოკვლევას. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის  გადავჭრათ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა. ყველა ეს  თემა აისახება საშემოდგომო სესიის კიდევ ერთ პრიორიტეტში. ეს არის საბიუჯეტო პროცესი. კონკრეტული რეკომენდაციები გვექნება იმის თაობაზე, თუ რა თანხები უნდა გამოიყოს  ბიუჯეტში იმისათვის, რომ  ყველაზე უფრო მოწყვლადი მოსახლეობისთვის ეს პრობლემა იყოს წელსვე გადაწყვეტილი. ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც უახლოეს მომავალში ქრონიკული ავადმყოფებისთვის, რომლებიც წამლების შესყიდვაში  ყოველდღიურად, ქვეყნის მასშტაბით, ხარჯავენ დაახლოებით, 726 მლნ ლარს საკუთარი ჯიბიდან, ეს ტვირთი იყოს შემსუბუქებული და საერთოდ გაუქმებული", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.