"ვეჯინი" vs საქართველოს 19 წლამდე ნაკრები.

2017-03-30 14:35:44

ვეჯინის ქალთა საკალათბურთო გუნდმა საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს სეზონის პირველივე შეხვედრაში სძლია. თბილისის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრა 60-46 ვეჯინის საკალათბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთპიროვნული ლიდერი ვეჯინი გახლდათ. გუნდში საუკეთესო მოთამაშედ ვეჯინის კაპიტანი ხათუნა საჯაია დასახელდა. აქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომდევნო შეხვედრას "ვეჯინი" "ქუთაისთან" გამართავს.

"ვეჯინის" კლუბის მთარი მწვრთნელი ნატა ჩიკვაიძე "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში აცხადებს რომ მათ რუსთავი ორი წლის წინ გარკვეული პრობლემების გამო დატოვეს. პრობლემები კი იმას ეხებოდა რომ კლუბს საშუალებას არ აძლევდნენ ქიმიკოსთა სპორტკომპლექსი ევარჯიშათ და შეხვედრები გაემართათ. ქიმიკოსთა სპორტკომპლექსის ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ დარბაზით სარგებლობა შეუძლიათ იმ გუნდებს რომლებიც სასპორტო გაერთიანების აიპის მიერ არის მიწოდებული, რადგან ვარჯიშის გრაფიკს სწორედ აღნიშნული აიპი ადგენს. სასპორტო გაერთიანებაში კი აცხადებენ რომ მათთვის განცხადებით და სპორტკომპლექსში ვარჯიშის მოთხოვნით არავის მიუმართავს.