პრიორიტეტების დოკუმენტი

2019-09-22 11:14:30

მარნეულში პრიორიტეტების დოკუმენტი მოსახლეობის ჩართულობით მზადდება.

მარნეულში, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და მოსახლეობის უშუალო ჩართულობით მზადდება.
მოსახლეობასთან შეხვედრებს  საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" წევრები მართავენ, სადაც დეტალურად ეცნობიან მოსახლეობის საჭიროებებს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების მასობრივი გამოკითხვის პროცესში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150- მდე ახალგაზრდა მოხალისეც ჩაერთო, რომლებმაც, სპეციალური კითხვარის მეშვეობით ყველა სოფლის მცხოვრებთა საჭიროება გამოიკითხეს.

აღნიშნული მიმართულებით, მარნეულში განხორციელებული მასშტაბური აქტივობები, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ემსახურება.

 

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.