რუსთავქალაქობა 2019 გრძელდება

2019-09-21 23:08:24

რუსთავქალაქობის ღონისძიებები გრძელდება. 22 სექტემბერს ქალაქის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

14:00 სთ. - სპორტული აქტივობები - ქუჩის კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მხიარული სტარტები, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, ბოჩა - პარაოლიმპიური სპორტის სახეობა. (რუსთავის ცენტრალური პარკი, ოთხი შადრევნის მიმდებარე ტერიტორია).

15:00 სთ. - ეთნოფესტივალი,  მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი სივრცეები და კონცერტი ქართული ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია ხატწერა ქართული-ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ქართული სამოსის გამოფენა. საბავშვო ფოლკლორული და ქორეოგრაფიული სტუდიების კონცერტი ფალავნობა. ( რუსთავის ცენტრალური პარკი, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია)

19:00 სთ. - ფოლკლორული კონცერტი - ანსამბლები: "ჩვენებურები", "თუთარჩელა", "მე რუსთველი", "იამბიკო", "სალხინო".

20:00 სთ. - ქართული მუსიკის საღამო- ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე, წამყვანი ნიკა წულუკიძე საპატიო მოქალაქის დაჯილდოება (რუსთავის ცენტრალური პარკი, ამფითეატრი).