"თუ ბოდიშებს არ მოიხდით, გამკეთებელი თუ არ ვიყო"

2019-09-21 13:31:57

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, საშიში ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" გახდა. 14 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს.

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში საერთო ჩატის მიმოწერა მოიძიეს, რომელშიც მოზარდი წერდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, თუმცა თანატოლებმა მუქარა სერიოზულად არ აღიქვეს და დასცინეს.

„უნამუსო ვიყო თუ ბოდიშებს არ მოიხდით სულყველა, გამკეთებელი თუ არ ვიყო“, - წერს ჩატში მოზარდი.

„მიდი ლუკა რას უცდი“, „ლუკა გეძინება ახლა შენ“, - პასუხობენ თანატოლები. ერთ-ერთი ჩატის წევრი წერს, რომ საბოდიშო არაფერი აქვთ. "ჯერ ერთი, ბოდიში რატომ უნდა მოგიხადოს აქ ვინმემ და რომ არ მოგიხადოთ, მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ“.

ბოლოს ლუკამ ჩატში თოკის ფოტო ჩააგდო. „შეჩემა მაგხელა მარტო ერთი ყური გაქვს“, - დაწერა ერთ-ერთმა. „ლუკა, სახლში შეიტანე და ლუსტრაზე ჩამოეკიდე გაგიძლებს“, - დაწერა კიდევ ერთმა თანატოლმა.

14 წლის ლუკას ბოლო სიტყვები კი აღნიშნულ ჩატში იყო - „დაიცა, თოკი შევიკარი. ვეღარ ვიხსნი“.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო: მთავარი არხი