ავტოსაგზაო შემთხვევა

2019-09-21 11:40:06

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მერსედესის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.