მარნეულის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში, დღეს 13:00 საათზე, დასუფთავების მასშტაბური აქცია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, აქტიური ახალგაზრდები და აქციაში ჩართვის მსურველი პირები იღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე აქციას ორგანიზებას, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქსი“ უწევდა.
დღევანდელი აქციის სლოგანი იყო - „ვიზრუნოთ შვილების მომავალზე!"
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.