მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აშშ-ში მიემგზავრებიან.

2017-03-30 12:00:56

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ნია კარელაშვილი, ლანა ელბაქიძე და ლევან ჯალიაშვილი სამშაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან. რუსთაველი მოსწავლეები, 10 ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდებიან. ახალგაზრდები ამერიკაში საერთაშორისო პროექტ ,,ბრილიანტის გამოწვევის" ფარგლებში მოხვდნენ. პროექტის ფინალური ტური მარტის თვეში ჩატარდა, სადაც გამარჯვება სწორედ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. წარმატებული მოსწავლეებსა და სკოლის დირექტორს მამუკა ხამხაძეს, დღეს რუსთავის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.