ძიძიგურის პარტია არჩევნებისთვის ემზადება

2019-09-18 13:28:38

საქართველოს კონსერვატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომელიც ამჟამად “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

“კონსერავტიული პარტია არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას, ეს არის პარტია, რომელიც დღეს არის “ქართული ოცნების” კონსერვატიული ფრაქცია, ფრთა, როგორც გნებავთ ისე დაარქვით”, – განაცხადა ძიძიგურმა.