რუსთავში სეზონური ყვავილები დაირგო

2019-09-18 14:45:17

რუსთავსერვის ცენტრი ქალაქის მასშტაბით, სკვერებსა და პარკებში საშემოდგომო სამუშაოებს განაგრძობს.

სამუშაოების ფარგლებში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე, საყვავილე თარგებში სეზონური ყვავილები დაირგო.

რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ყვავილი "ვიოლა" მერიის წინ მოედანზე არსებულ გამწვანებებზეც დაირგეს.

როგორც ინფო რუსთავს სამსახურში განუცხადეს, ფერადი ვიოლები "რუსთავსერვის ცენტრის" სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი.