ავტოსაგზაო შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "რენაულტის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.