"კოკა-კოლას“ ოფისიდან ფული მოიპარეს [video]

2019-09-18 12:04:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. [ვიდეო/video]

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სს „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული თანხა სრულად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.