„ჯეოსთილის“ ქარხანაში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის მონაწილეები თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განმარტებით, პაციენტებს დამწვრობა მიღებული აქვთ სახეზე და ზედა კიდურებზე, გარდა ამისა, მათ აღენიშნებათ, მძლავრი აფეთქების შედეგად მიღებული ტრამვები. ქაშიბაძე პაცინტების გამოჯანმრთელებას 2 კვირის ვადაში ვარაუდობს.
დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს, ქარხნის ადმინისტრაცია თავის თავზე იღებს. მათი განცხადებით, როგორც კი დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, ისინი სამსახურში აღდგებიან. ჯერ უცნობია, გადაუხდის თუ არა ქარხანა დაზარალებულების ოჯახს კომპესაციას.
რაც შეეხება „ჯეოსთილის“ ქარხანას, ობიექტი დღეს შრომის პირობების ინსპექტირების თანამშრომლებმა დაათვალიერეს, როგორც ქარხანაში აცხადებენ, დაიდო დასკვნა სადაც წერია რომ ქარხანაში ყველაფერი ნორმაშია და გუშინდელი აფეთქება მხოლოდ შემთხვევითობა იყო.