NDI-ის კვლევები

2019-09-17 11:36:48

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია.

კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს.

გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს- NDI-ის კვლევა, რომელიც მოსახლეობის მძიმე ცხოვრებას ასახავს.

62%-ის თქმით, საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს. გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30% საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3%.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.