ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

2019-09-17 11:32:33

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8,1 მლნ ლარით (5,2%-ით) ნაკლებია, ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში გადმორიცხული თანხის მოცულობა 154.5 მლნ აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, აქ ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში 135,8 მლდ დოლარი გადმოირიცხა.

10 ქვეყანას, საიდანაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

რუსეთი - 35,4 მლნ აშშ დოლარი

იტალია - 20,5 მლნ აშშ დოლარი

აშშ- 15,1 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი - 14,7 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი - 14,0 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 7,9 მლნ აშშ დოლარი

ესპანეთი - 4, 2 მლნ აშშ დოლარი

გერმანია - 4,2 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა - 3,8 მლნ აშშ დოლარი

პოლონეთი - 3,1 მლნ აშშ დოლარი

ამასთან, მცირედით შემცირდა საქართველოდან გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაც. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყნიდან 19,03 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 1%-ით ნაკლებია, გასული თვის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის ივლისში ფულადი გადარიცხვების მაჩვენებელმა - 19, 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.