მამაკაცი თევზაობის დროს გარდაიცვალა

2019-09-16 23:13:15

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში 40 წლამდე მამაკაცი თევზაობის დროს გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი მდინარე ალგეთზე ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა რა დროსაც დენმა დაარტყა.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს."