უბედური შემთხვევა ზესტაფონში

2019-09-16 19:45:41

ზესტაფონში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი გარდაიცვალა. ბავშვები 2 და 4 წლისანი იყვნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ახლობლებმა კი საცხოვრებელ სახლში დაღუპულები დღეს აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.