მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

2019-09-16 21:35:57

მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმე ეხება პაატა თაბუკაშვილის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენას 10 წლის ბავშვთან.

არსებული ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი ბათუმის პორტში, იმ დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, თაბუკაშვილი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ნათია სამხარაძე 5 და 9 წლის შვილებზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ სამხარაძე შვილებს ფულის გამოსაძალადაც იყენებდა. თავის მხრივ, ყოფილი ცოლი თაბუკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა. თავად პაატა თაბუკაშვილის ყოფილი მეუღლის, ნათია სამხარაძის განცხადებით კი, ყოფილი ქმრის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავება მისთვის მოულოდნელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.