ახალი სკოლა მარნეულში

2019-09-16 12:56:33

მარნეულში დღეს ახლადაშენებული №1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.

ქალაქ მარნეულის ახლადაშენებულ №1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყების ნიშნად, დღეს პირველად დაირეკა სკოლის ზარი. ახალმა სკოლამ,  ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო.

სკოლის საზეიმო გახსნას, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და  სპორტის მინისტრის მოადგილე  ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, მარნეულის მაჟორიტარი- დეპუტატი რუსლან გაჯიევი, მერი ზაურ დარგალი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი  რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ უახლესი სტანდარტების  შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება, 200 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია თანაედროვე თანამედროვე სასკოლო ივენტარით. 

ახალი სკოლის მშენებლობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან  ორ მილიონამდე  ლარი დაიხარჯა.

 

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს