ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ

2019-09-15 12:51:52

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, მარტოხელა ქალს მამაკაცი სახლში შეუვარდა და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე  გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი მამაკაცი. საქმეზე გამოძიება გრძელდება.