"რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2019-09-12 20:22:24

კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

13 სექტემბერს დღის 12:00 საათიდან 14 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ლომოურის ქუჩასა და გასასვლელებს; მე-6, მე-7, მე-7ა და მე-8 მიკრორაიონებს.

კომპანია რუსთავის წყალმა ლომოურის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალური ქსელის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეცვალა. პროექტში კომპანიამ 61 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ახალი მაგისტრალური ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, გადაერთების სამუშაოები 13 სექტემბერს განხორციელდება.