"ბავშვების აქტივობა გადამდები უნდა იყოს" [video]

2019-09-10 15:48:57

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას ყურადღება მიიქცია. [ვიდეო/video]

საუბარია, 9 წლის გოგონების, ლიზის და თეკლას შესახებ, რომლებიც საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს, სისტემატურად ასუფთავებენ.

ქალაქის მერმა, გოგონებს მერიაში უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

"პირველი ემოცია, რა თქმა უნდა ძალიან დიდი იყო როდესაც "ინფო რუსთავზე", ვნახეთ 9 წლის გოგონები, რომლებიც სიკეთეს უკეთებენ თავის უბანს და თავის ქალაქს. რა თქმა უნდა დავინტერესდით ამ ყველაფრით. ეს ყველასთვის მისაბაძი მაგალითია და ამ 9 წლის ბავშვების აქტივობა გადამდები უნდა იყოს" - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ

"ინფო რუსთავს" გოგონებმა, საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარეს.

"ქალაქის მერმა დაგვპატიჟა იმიტომ, რომ ვასუფთავებთ, ჩვენს ეზოს. ეზოში როცა გამოვდივართ გვაქვს რამდენიმე პარკი, რომ ნაგავი შიგნით ჩავყაროთ. ვანაწილებთ ხოლმე ბოთლებს, თავსახურებს, ქაღალდებს და ცალ-ცალკე ვყრით. ქალაქის მერმა გვითხრა, რომ ძალიან კარგი გოგონები ვართ და კარგ საქმეს ვაკეთებთ" - განაცხადა თეკლა მურადაშვილმა

შეგახსენებთ, რომ გოგონები, საკუთარ ეზოს თითქმის ყოველ დილას ასუფთავებენ და მათი სურვილია ამ აქტივობაში სხვებიც ჩაერთონ და ერთობლივი ძალებით გარემოზე იზრუნონ. ნახეთ ბმული