"გვინდა, რომ არ დაანაგვიანონ ეზო" [video]

2019-08-29 00:01:11

9 წლის რუსთაველი გოგონები, ლიზიკო და თეკო კლასელები არიან და მათ ერთი დიდი საქმე აერთიანებთ - ეს გარემოზე ზრუნვაა. [ვიდეო/video]

ლიზი მეტრეველი და თეკლა მურადაშვილი თითქმის ყოველ დილას ერთნაირად იწყებენ, ასუფთავებენ საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს და ამით სხვა თანატოლებისთვის მაგალითის მიცემას ცდილობენ.

გარდა იმისა, რომ გოგონები მეგობრები არიან და რუსთავის #22 საჯარო სკოლაში ერთ კლასში სწავლობენ, ისინი 21-ე მიკრორაინში ერთმანეთის მეზობლადაც ცხოვრობენ და ერთობლივი ძალებით თავიანთი ეზოსა და ქალაქისთვის კარგ საქმესაც აკეთებენ.

"დილით გამოვდივართ ეზოში და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება კარგად გავასუფთაოთ. ვანაწილებთ, ჯერ ბოთლებს ვიღებთ, შემდეგ თავსახურებს და ასე", - განაცხადა ლიზი მეტრეველმა.

"ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებმა არ დააბინძურონ ეზო და ვეუბნებით მათ, რომ ნაგვის ურნებში გადაყარონ თავიანთი ნაგავი", - აცხადებს თეკლა მურადაშვილი.

რუსთაველი ბავშვების დიდი სურვილია ამ აქტივობაში სხვებიც ჩაერთონ და ერთობლივი ძალებით გარემოზე იზრუნონ.


RUSTAVI