ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულთან.
ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.