მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

2019-09-14 11:26:16

ოჯახში, სადაც სკოლის მოსწავლე ან სტუდენტი ცხოვრობს, სექტემბერი ერთ-ერთი ხარჯიანი თვეა. ზაფხულში შვებულებიდან და არდადეგებიდან დაბრუნებულ ოჯახებს წინ სასკოლოდ სამზადისი აქვთ.

როგორც წესი, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მშობლები ცდილობენ შვილებს ახალი ჩანთა, ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი, შარვალი ან ქვედაბოლო შეუძინონ.

რა ჯდება დაწყებითი კლასის მოსწავლის მომზადება?

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ ფასებს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრიდან სკოლისთვის აუცილებელ ნივთებზე და სამოსზე.

გოგოს თეთრი პერანგი - 25 ლ-დან ზემოთ;
ბიჭის თეთრი პერანგი- 20 ლ-დან ზემოთ;
შავი ქვედაბოლო- 30 ლ-დან ზემოთ;
შავი შარვალი- 40 ლ-დან ზემოთ;
ფეხსაცმელი- 45 ლ-დან ზემოთ;
სასკოლო ჩანთა - 25 ლ-დან ზემოთ;
რვეულები -  12 ფურცლიანი 0.20ლ; 48 ფურცლიანი 0.65ლ; 96 ფურცლიანი 1.10 ლ;
კალამი - 0.40 ლ-დან  ზემოთ;
ფანქარი- 0.50 ლ-დან ზემოთ;
ფერადი ფანქრები- 5.60 ლ;
სახაზავი - 0.45 ლ-დან ზემოთ;
საშლელი- 0.50 ლ-დან ზემოთ;
პლასტელინი- 2.25 ლ-დან ზემოთ;
ფლომასტერები- 1.80 ლ-დან ზემოთ;
პენალი-1.10 ლ-დან ზემოთ;
სახატავი რვეული- 1.25დან ზემოთ;
სათლელი- 0.25 ლ-დან ზემოთ;
დღიური- 1.10 ლ-დან ზემოთ;
ფერადი ფურცლები-1.05 ლ-დან ზემოთ;
მაკრატელი-1.50 ლ-დან ზემოთ;
ბლოკნოტი- 3 ლ-დან ზემოთ;
წებო- 0.45 ლ-დან ზემოთ;
მარკერი-1.10 ლ-დან ზემოთ;
საქაღალდე 10 ფაილით - 1.05 ლ-დან ზემოთ;
საღებავები - 1.50 ლ-დან ზემოთ;
ჩასანიშნი ქაღალდები - 100 ფურცლიანი 1.80 ლ;  700 ფურცლიანი 4ლ.