საქართველოში შემოწმებულ პარფიუმერულ/კოსმეტიკურ საშუალებების, 5 ნიმუშში მავნე ნივთიერებები აღმოაჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას, “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ ავრცელებს.
"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში" - ნათქვამია “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადებაში
პარფიუმერულ/კოსმეტიკურ საშუალებების ჩამონათვალი, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს:
ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier-ი
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი - Amalfy
თმის საღებავი - CLAIROL
ფრჩხილის ლაქი - Olivia
თხევადი ტუჩსაცხი - MAT 104 Seville