"ბუგაროკი" მესხიშვილის ქუჩაზე

2019-09-07 17:36:51

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟის" გადაღებების დროს  სიჩქარის შემაფერხებლის ე.წ "ბუგაროკის" მოხსნა გახდა საჭირო, რათა გადაეღოთ სცენა, სადაც მძიმე და ჯავშან ტექნიკა შევროლეტის მარკის ავტომობილებს მისდევს.

აღნიშნული სცენის ამსახველ ვიდეოს, რომელიც "ინფო რუსთავმა" გაავრცელა, სოციალურ ქსელში სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ზოგი ამბობს, რომ სიჩქარის შემაფერხებელი ძველ ადგილზე უნდა დააბრუნონ, ზოგის აზრით კი საერთოდ არ არის საჭირო აღნიშნულ ქუჩაზე მისი განთავსება.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, სიჩქარის შემაფერხებლს ძველ ადგილზე ახლო მომავალში დააბრუნებენ.