უკვე 2 დღეა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟის" გადაღებები მიმდინარეობს.
სცენა, რა დროსაც მძიმე და ჯავშან ტექნიკა, შევროლეტის მარკის ავტომობილებს მისდევს რამდენჯერმე გადაიღეს.
გადაღებები სხვადასხვა რაკურსით, მათ შორის ვერტმფრენიდან განხორციელდა.
სხვადასხვა წვრილმანებს შორის, მიზეზი რის გამოც მოკლე სცენის რამდენიმე დუბლი გადაიღეს, იყო ე.წ. "ბუგაროკი", ანუ მწოლიარე პოლიციელი. ტექნიკის გრძელი, მატარებლის მსგავსი მოძრავი საშუალება, ყვითელ, სტანდარტულ შემაფერხებელს რამდენჯერმე გამოედო, ბოლოს კი მძღოლმა გადასვლა გადაიფიქრა (ნახეთ ვიდეო 30 წმ-ზე). თავდაპირველად მოხდა რამდენიმე ფილის ასფალტიდან ამოღება, თუმცა ეს არ იყო საკმარისი, საბოლოოდ კი სიჩქარის შემაფერხებლის დიდი ნაწილი მოხსნეს.
აღნიშნული სცენის ამსახველ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა "ინფო რუსთავის" ფეისბუქ გვერდზე სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა.
"ეს შემაფერხებელი ბუგაროკები ახლა მაინც ახსენით დროებით. სირცხვილია. მსოფლიო ნახავს რა სირცხვილში ვცხოვრობთ. თუ ესეც კინოს ნაწილია?"
"კარგი რა, რა სირცხვილზე მელაპარაკები. ეგ იმასთან არაფერია რაც იქ ვნახეთ. ზემოდან რაღაცეებს ისროდნენ, სარეცხი ვერ ააღებინეს ხალხს ვერტმფრენი ძალიან დაბლა ეშვებაო და პრობლემა არ შეექმნათო"
"რატოა "ბუგაროკები" სირცხვილი? საფრანგეთშიცაა, ესპანეთშიც და სხვა ქვეყნებშიც"
"სირცხვილი ისაა რისთვისაც ეგ ბარიერები აყენია მანდ, კორპუსებს შორის სადაც ბავშვები დადის იქ რო მანქანით 200-ით არ უნდა იარო ადამიანმა და ეგ ვერ ისწავლა ხალხმა ეგაა სირცხვილი".