სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება [video]

2019-09-08 14:47:57

პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო რა დროსა დაპირისპირება მოხდა დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქციის "სირცხვილია" მონაწილეებს შორი, გამოძიება დაიწყო.[ვიდეო/video]

შსს-ში აცხადებენ რომ - "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება".