რუსთავში "ჯეოსთილის" ქარხანაში ღუმელის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინდოეთის მოქალაქე 25 წლის მამაკაცმა და საქართველოს მოქალაქემ 63 წლის მამაკაცმა აფეთქების შედეგად სახის 18% -იანი დამწვრობა მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმ სულხან სამხარაძის განცხადებით, პაციენტებს მე -3 და მე -4 ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ, ძირითადად დაზიანება სახისა და თავის არეში აქვთ მიღებული, შემდგომი მკურნალობის მიზნით კი დაშავებულებს თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ. როგორც საწარმოში აცხადებენ, ღუმელის აფეთქების მიზეზებს მოკვლევა დაადგენს. "ჯერ ადგილზე მყოფმა ექიმმა შეამოწმა, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო და ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებულების სამკურნალო ხარჯებს კომპანია მთლიანად დაფარავს." - განუცხადა "ინფო რუსთავს" კომპანია "ჯეოსთილის" წარმომადგენელმა.