პარლამენტის შენობის წინ ვითარება დაძაბულია. ერთმანეთს "პატრიოტთა ალიანსის" წარმომაგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი და აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები დაუპირისპირდნენ. კვიციანმა აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. [ვიდეო/video]
ემზარ კვიციანი სამართალდამცავებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
შეხლა-შემოხლის შემდეგ აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები სკანდირებდნენ - "დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი". კვიციანი კი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდა და აცხადებდა "არსად წასვლას არ ვაპირებ".
ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანა პოლიციამ დეპუტატი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
„მოხდა ინციდენტი. როგორც კი გავერკვევით, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას. პოლიცია დროულად ჩაერთო. მხარეები განრიდებული არიან. ყველაფერს დავაფიქსირებთ და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ. გაცნობებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.