ვოლსკი: ჩვენი სტრატეგია არის სითბო და სათნოება

2019-09-08 11:28:42

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ახალი მთავრობის სტრატეგიაზე, ხედვებზე და გეგმებზე ისაუბრა.

ვოლსკის თქმით, მთავრობის სტრატეგია და ხედვა არის სითბო, სათნოება და თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული დაპირისპირება ოპოზიციასთან.

"დასრულების ორი გზა არსებობს, ერთი თქვენეული, თქვენი პარტიის გზა, როცა ადამიანებს ციხეში ყრიდნენ, კლავდნენ, ამცირებდნენ და აწამებდნენ და მეორე დასრულების გზა არსებობს პოზიტიური საქმიანობა, ისე, რომ საზოგადოებამ, ხალხმა, თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს, თუ სად რა პოზიციაზე უნდა დადგეს არჩევნების დროს.

აი, სწორედ, მეორე არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენი ხედვა - სითბო, სათნოება, თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული და საქმიანი დაპირისპირება, ეს იქნება ჩვენი სტილი დამამთავრებელ წელს და მთელი 2020 წლის განმავლობაში ”

თუმცა ისეთი საკითხები, როგორიც არის ლარის კურსი და როგორიცაა, თუნდაც გათვიცნობიერება სახელმწიფო პროგრამებში, არის ძალიან დაბალი”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.