რუსთაველების აზრი ფორსაჟის გადაღებაზე [video]

2019-09-08 00:02:00

"მთელი მსოფლიო გაიცნობს რუსთავს", "შთაბეჭდილებები ახალგაზრდებს კარგი აქვთ, მაგრამ ხანშიშესულებს არ მოსწონთ", "ცოტა ხელს მიშლის გადაკეტილი მოძრაობა" - რას ფიქრობენ რუსთაველები რუსთავში "ფორსაჟის" გადაღებებზე? საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება რუსთავში ძალიან პოპულარული ჰოლივუდური ფილმის გადაღებებზე ერთგვაროვანი სულაც არაა. [ვიდეო/video]

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების აზრი საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ნაწილად იყოფა. ზოგი ფიქრობს, რომ ქალაქის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისათვის გადაღებების ლოკაციად რუსთავის შერჩევა ძალიან კარგია, ხოლო ნაწილი ამბობს, ამ ფაქტით რუსთავისთვის არც არაფერი შეიცვლება. არიან ისეთებიც, რომლებიც "ფორსაჟის" გადაღებებს მნიშვნელობას საერთოდ არ ანიჭებენ და მხოლოდ იმ დისკომფორტს უსვამენ ხაზს, რომელიც გადაკეტილი მოძრაობით ექმნებათ.

ფაქტი ერთია, რუსთავში "Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9)-ის ეპიზოდისთვის სცენები გადაიღეს. გადაღებები ქალაქში 5 დღის განმავლობაში მიმდნარეობდა, საზოგადოების ინტერესი კი პროცესის მიმართ ძალიან მაღალი გახლდათ.

ნახეთ გამოკითხვა და გაიგეთ როგორ აფასებენ თვითონ რუსთაველები რუსთავულ "ფორსაჟს".