დაკავება "ინფო რუსთავის" ობიექტივში [video]

2019-09-10 17:34:56

"ინფო რუსთავის" ობიექტივში 45 წლის მამაკაცის დაკავება მოხვდა. [ვიდეო/video]

ინცინდენტი მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, ავტობაზრობის მიმდებრე ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები მამაკაცის დაკავებას ცდილობენ, ის კი სამართალდამცავებს არ დაემორჩილა და გაიქცა. მოხდა დევნა რა დროსაც მამაკაცი მალევე დააკავეს, ინციდენტის დროს პოლიციელი დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავის" გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გაარკვია, მამაკაცმა ნათესავის ავტომობილი უნებართვოდ წაიყვანა. მას შემდეგ, რაც საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო და მამაკაცს მიაკვლია, მან მიმალვა სცადა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაკავებულს სატრანსპორტო საშუალების მართვის ნებართვა არ ჰქონდა.