გახარია: მე თქვენ დაგასრულებთ

2019-09-06 13:17:43

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია, ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს და აცხადებს, რომ: "ერთმნიშვნელოვნად ის, რაც აქ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება, რასაც აკეთებდით 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ. მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში".