45 წლის თუთის ხე მოქალაქემ თვითნებურად მოჭრა.

2017-03-28 16:13:02

რუსთავში მესხიშვილის ქუჩის პირველი გასასვლელის მე-3 ნომერი ბინის ეზოში მრავალწლოვანი თუთის ხე მოჭრეს. აღნიშნულის შესახებ „ინფო რუსთავს“ გვერდის მკითხველმა  აცნობა, როგორც რუსუდან ჩიხრაძე აცხადებს, 45-წლიანი თუთის ხე მეზობელმა 27 მარტს თვითნებურად მოჭრა. კორპუსში მაცხოვრებლები კი ამბობენ, რომ  ხე დაბერდა და სწორედ ამ მიზეზით გადაბელეს.