თემქაზე, საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულმა მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.