ქორწილში არ მისვლის გამო 50 ადამიანს უჩივიან.

2017-03-28 14:51:28

აზერბაიჯანის მოქალაქე, დაპატიჟებულ სტუმრებს, რომლებიც მის ქორწილში არ მივიდნენ სასამართლოში უჩივის. აზერბაიჯანული ტრადიციის თანახმად, პირი ვალდებულია მივიდეს ყველა იმ მოქალაქის ქორწილში ვინც მის ქორწილში იმყოფებოდა და გაიღოს თანხა მინიმუმ იმ ოდენობით, რა რაოდენობის თანხაც მას აჩუქეს. აზერბაიჯანელი მოქალაქის განმარტებით, მის ქორწილში 50 ადამიანი არ მივიდა, ამიტომ მან 5 000 მანათი( რაც ექვივალენტში 7 200 ლარია) იზარალა. აზერბაიჯანელი ახალდაქორწიენბული ფიქრობს რომ თითოელ მათგანს, მისთვის მინიმუმ 100-100 მანათი უნდა მიეცა.

სასამართლომ მამაკაცის ბრალდება არ განიხილა. რადგან ქმედება მხოლოდ ტრადიციის შემადგენელი ნაწილია და არ არსებობს კანონი, რაც მსგავს შემთხვევებს დაარეგულირებს. აზერბაიჯანელების ნაწილის მოსაზრებით, ტრადიციამ ბოლო პერიოდში ბიზნესის სახე მიიღო, ქორწილებში სტუმრობა და ფულის ჩუქება შემოსავლის შემოსავლის წყაროდ იქცა.

შემთხვევა აზერბაიჯანში მოხდა.