მამაკაცს კორპუსიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა

2019-09-01 19:25:36

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან კონდიციონერი გადმოვარდა და მამაკაცს დაეცა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან კონდიციონერი ბინის მე-4 სართულზე ხის კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული. მათივე თქმით, კონდიციონერი დემონტაჟის პროცესში ჩამოვარდა და ქუჩაში გამვლელს დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული თავის არეში ჭრილობებითა და ტვინის შერყევით, კლინიკაში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.